X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ზურაბ ალავიძემ საჩხერეში ახალი სამუსიკო-სამხატვრო სკოლა გახსნა

23 ოქტომბერი 2017

საჩხერელებს დღეიდან ახალი სამუსიკო-სამხატვრო სკოლა და საბავშვო ბიბლიოთეკა  მოემსახურება. სკოლა 300-მდე აღსაზრდელს მიიღებს, სადაც იფუნქციონირებს ცეკვისა და ფოლკლორის ანსამბლები და სხვადასხვა სახელოვნებო ჯგუფი.

ახალი სკოლა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, იმერეთის გუბერნატორთან გივი ჭიჭინაძესთან ერთად გახსნა.

აღსაზრდელებმა სკოლის გახსნა საზეიმოდ აღნიშნეს. შესრულდა სხვადასხვა მუსიკალური  ნომერი, პარალელურად მოეწყო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. 

შენობა 90-იან წლებში მიწისძვრის შედეგად დაზიანდა,  რის გამოც  შეუძლბელი გახდა სკოლის აღნიშნულ შენობაში ფუქციონირება. სამუსიკო და სამხატვრო სკოლის აღსაზღდელებს წლების განმავლობაში სხვადასხვა შენობაში უწვედათ სიარული.

 საჩხერეში ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც ბოლო პერიოდში განხორციელდა  აღნიშნული სკოლის მშენებლობაა.  პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 1 მილიონ ლარამდე შეადგინა.